თავში

პოლონეთში "აუშვიც-ბირკენაუს" გათავისუფლებიდან 75 წლისთავს აღნიშნავენ

პოლონეთში "აუშვიც-ბირკენაუს" გათავისუფლებიდან 75 წლისთავს აღნიშნავენ
პოლონეთში აუშვიც-ბირკენაუს გათავისუფლებიდან 75 წლისთავს აღნიშნავენ

27 იანვარს პოლონეთში, აუშვიცში ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან  75 წლისთავს აღნიშნავენ. ღონისძიებას ამ სიკვდილის ბანაკის 200-ზე მეტი ყოფილი პატიმარი და 30-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია დაესწრება

"აუშვიცში 200-ზე მეტი გადარჩენილი ყოფილი პატიმარი 2020 წელს ამ ადგილს, მისი განთავისუფლებიდან 75 წლის იუბილის აღსანიშნავად ეწვევა. ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის, ბირკენაუს ჭიშკართან, მათ ისტორიებს მთელი მსოფლიო მოისმენს"-, განაცხადა აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმის ადმინისტრაციამ. 

27 იანვარს მუზეუმში 30–ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას ელოდებიან რომელთა შორის ისრაელის, გერმანიის, ავსტრიის, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნების პრეზიდენტები, ასევე ესპანეთის მეფე იქნებიან. ღონისძიებაა პოლინეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას პატრონაჟით გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system