თავში

პოლონეთში COVID-ზე 2,7 მილიონი მოზარდი აცრეს

​პოლონეთში COVID-ზე 2,7 მილიონი მოზარდი აცრეს
პოლონეთში COVID-ზე 2,7 მილიონი მოზარდი აცრეს

პოლონეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 12-დან 17-წლამდე 2,7 მილიონმა მოზარდმა გაიარა. გარდა ამისა, 5-დან 11 წლამდე 212 ათასი ბავშვიც აიცრა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ვოიცეხ ანდრუსევიჩმა განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ბავშვები ვაქცინაციაზე უფრო აქტიურად დაარეგისტრირონ.

უწყების წარმომადგენლის თქმით, მოზარდებს ე.წ. ბუსტერების მიღება იანვრის ბოლოდან შეუძლიათ.

საერთო ჯამში, 38-მილიონიან პოლონეთში COVID-19-ზე 21 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. 6,7-მა მილიონმა კი "ბუსტერი" მიიღო.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში კორონავირუსით 11 670 ადამიანი დაინფიცირდა, 433 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system