თავში

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს
პოლონეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

პოლონელმა მეცნიერებმა ქვეყანაში ახალი შტამი აღმოაჩინეს. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა განაცხადა, რომ პოლონეთში კორონავირუსის რამდენიმე შტამი უკვე არსებობს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკისა და რუსეთის შტამები.

მეცნიერმა აღნიშნა, რომ აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს ქალაქ პოდლიასიეში მცხოვრებ მოსახლეობაში. მეცნიერებმა მას სახელი უკვე მიანიჭეს, "პოდლიასიური შტამი".

"ახლად აღმოჩენილი შტამი დიდად არ განსხვავდება ევროპის რეგიონებში არსებული შტამებისგან", - განაცხადა მეცნიერმა.

მეცნიერთა ჯგუფი სწრაფ მოლეკულურ ტესტს ავითარებს, რომელმაც 45 წუთში უნდა აჩვენოს აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი და სწორედ ამ სწრაფ ტესტზე მუშაობისას აღმოაჩინეს ახალი შტამი. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად ხშირია პოლონეთში პოდლასიური შტამი, ვინაიდან კვლევა ადამიანთა მცირე ჯგუფზე ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system