თავში

პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოდგებული ბომბი აფეთქდა

პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოდგებული ბომბი აფეთქდა
პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოდგებული ბომბი აფეთქდა

პოლონეთში ნაპოვნი, მეორე მსოფლიო ომის ყველაზე დიდი ბომბი წყლის ქვეშ, გაუვნებელყოფის დროს აფეთქდა. პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთით 750-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Reuters წერს.

ბრიტანეთის სამეფოს საჰაერო ძალების მიერ გამოყენებული ე.წ. "ტალბოის ბომბის" წონა თითქმის 5400 კგ იყო, მათ შორის 2400 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებაა.

"დეფლაგრაციის პროცესი დეტონაციად გადაიქცა. ობიექტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც განეიტრალებული, ის აღარ წარმოადგენს საფრთხეს. ყველა საზღვაო ძალების მყვინთავი სახიფათო ზონის გარეთ იყო", - განაცხადა სანაპირო დაცვის სპიკერმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბომბი დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა 1945 წელს ნაცისტების სამხედრო გემზე თავდასხმის დროს ჩამოაგდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system