თავში

პოლონეთში ორსული ქალის პირველი მუმია აღმოაჩინეს

პოლონეთში ორსული ქალის პირველი მუმია აღმოაჩინეს
პოლონეთში ორსული ქალის პირველი მუმია აღმოაჩინეს

პოლონეთში, ვარშავის ეროვნული მუზეუმის სათავოში ორსული ქალის მსოფლიოში პირველი მუმია აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ abc ავრცელებს. 

აქამდე ითვლებოდა, რომ მუმია ეგვიპტელ ქურუმს (კაცი) ეკუთვნოდა, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. მუმია პოლონეთში 1826 წელს გაგზავნეს, თუმცა მისი შესწავლა ამ დრომდე არ განხორციელებულა. 

პირველადი დათვალიერების დროს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მუმიას კაცის სასქესო ორგანო არ ჰქონდა. შემდგომი, რენდგენით დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სხეული არა ქურუმს, არამედ ორსულ ქალს ეკუთვნოდა.

"ეს მუმია მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. აქამდე, არასდროს გვქონდა ნანახი ორსული ქალის მუმიფიცირებული სხეული", - განაცხადა აღმოსავლური ინსტიტუტის და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელმა ვოიჩეჩ ეისმონდმა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ქალი 20-30 წლისაა, ხოლო მისი ნაყოფი 26-28 კვირის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system