თავში

პომპეო: აშშ სირიის წინააღმდეგ კეისრის კანონს იყენებს

​პომპეო: აშშ სირიის წინააღმდეგ კეისრის კანონს იყენებს
პომპეო: აშშ სირიის წინააღმდეგ კეისრის კანონს იყენებს

ამერიკის შეერთებული შტატები სირიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

მისი თქმით, ზეწოლა დამასკოზე გაძლიერდება და არა მხოლოდ ლიდერს, ბაშარ ასადს, არამედ მის უცხოელ მოკავშირეებსაც შეეხება.

"ახლო აღმოსავლეთის ლიდერი პასუხისგებაში უნდა მიეცეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის", - წერს მაიკ პომპეო "ტვიტერზე".

მისი თქმით, ზომები ასადის ეკონომიკას მწვავედ დაარტყამს.

კეისარი სირიელი ინფორმატორის სახელია, რომელმაც დასავლეთს დამასკოში სამხედრო დანაშაულის შესახებ მტკიცებულებები დასავლეთს წარუდგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system