თავში

პორტუგალიაში დაკავებულია იახტა, რომელზეც ნახევარი ტონა კოკაინი იყო

​პორტუგალიაში დაკავებულია იახტა, რომელზეც ნახევარი ტონა კოკაინი იყო
პორტუგალიაში დაკავებულია იახტა, რომელზეც ნახევარი ტონა კოკაინი იყო

პორტუგალიის პოლიციამ დააკავა იახტა, რომელსაც ბრაზილიიდან ესპანეთში ნახევარი ტონა კოკაინი გადაჰქონდა.

დაკავებულია 5 ადამიანი, რომელთა შორის ნიდერლანდების, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

იახტა აზორის კუნძულებთან დააკავეს. კოკაინის გარდა ბორტზე 520 გრამი მეტამფეტამინი, ცეცხლსასროლი იარაღი და ნაღდი ფული აღმოაჩინეს.

პორტუგალიის პოლიციასთან ერთად ოპერაციაში ნიდერლანდებისა და ესტონეთის სამართალდამცავები მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system