თავში

პორტუგალიაში დამსაქმებლებს არასამუშაო საათებში თანამშრომლების შეწუხება აეკრძალათ

​პორტუგალიაში დამსაქმებლებს არასამუშაო საათებში თანამშრომლე
პორტუგალიაში დამსაქმებლებს არასამუშაო საათებში თანამშრომლების შეწუხება აეკრძალათ

პორტუგალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დამსაქმებლებს არასამუშაო საათებში თანამშრომლებისთვის დარეკვას, ან შეტყობინების გაგზავნას უკრძალავს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, დამსაქმებელი კანონის დარღვევისთვის, შესაძლოა, დაჯარიმდეს. გარდა ამისა, დისტანციურად მუშაობის დროს უფროსები თანამშრომლებს ვეღარ გააკონტროლებენ.

ამასთან, პორტუგალიელმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს ე.წ. „გათიშვის უფლების“ ლეგიტიმაციას, რომელის არასამუშაო საათებში სამუშაო ჩატებისა და მოწყობილობების გათიშვას ითვალისწინებს.

ახალი რეგულაციებით კომპანიები ასევე ვალდებულები არიან, დაეხმარონ თანამშრომლების მიერ დისტანციურ სამუშაოზე გადასვლის შედეგად გაწეული ხარჯების დაფარვაში. ეს ელექტროენერგიის ან ინტერნეტის გადასახადებს ეხება.

ცვლილებები შრომის კოდექსში არ გავრცელდება კომპანიებზე, რომლებშიც 10-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system