თავში

პრეზიდენტის თვითმფრინავს ლატარიაში გაათამაშებენ

​პრეზიდენტის თვითმფრინავს ლატარიაში გაათამაშებენ
პრეზიდენტის თვითმფრინავს ლატარიაში გაათამაშებენ

მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო თვითმფრინავით სარგებლობა აღარ სურს, რის გამოც მთავრობამ საჰაერო ხომალდის ლატარიაში გათამაშება გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ ქვეყნის ლიდერი მხოლოდ კომერციული რეისებით დაფრინავს, საზღვარგარეთ კი იშვიათად დადის. ამიტომაც ის გამოვიდა ინიციატივით, რომ თვითმფრინავი გაეყიდათ, გაექირავებინათ, ან სულაც, ლატარიაში გაეთამაშებინათ.

ლაინერის ყიდვის მსურველები საკმაოდ ბევრნი არიან, თუმცა მისი შეძენა ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. ამჟამად ის აშშ-ში იმყოფებდა.

მექსიკის ხელისუფლება რამდენიმე მილიონი ბილეთის გამოშვებას გეგმავს, რათა სათანადო რაოდენობის თანხა შეგროვდეს. გათამაშების შემდეგ თვითმფრინავს გამარჯვებულს გადასცემენ. გარდა ამისა, საჩუქრად ის ლაინერის უფასო ტექმომსახურეობასაც მიიღებს.

მექსიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ შემოსული თანხა ადგილობრივი პოლიკლინიკებისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.

Boeing 787 წინა ხელისუფლებამ 218 მილიონ დოლარად შეიძინა. ის შესანიშნავ მდგომარეობაშია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system