თავში

პრინც ფილიპს დღეს დაკრძალავენ

პრინც ფილიპს დღეს დაკრძალავენ
პრინც ფილიპს დღეს დაკრძალავენ

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორის მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება. 

დაკრძალვის ცერემონია უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო დაკრძალვაზე მონაწილეთა რაოდენობა შეიზღუდა. დაკრძალვის ცერემონიალს 30-მდე ადამიანი დაესწრება. მათ შორის, პრინცი უილიამი, მისი მეუღლე ქეით მიდლტონი და ძმა პრინცი ჰარი. პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი ორსულობის გამო დაკრძალვას არ დაესწრება.

დაკრძალვაზე ასევე იქნებიან უელსის პრინცი ჩარლზი, კორნუოლის ჰერცოგინია კამილა, პრინცესა ანა, ტიმოთი ლორენსი, იორკის ჰერცოგი ენდრიუ, უესექსის პრინცი ედვარდი და მეუღლე სოფი რაინ-ჯოუნსი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კორონავირუსის შეზღუდვების გამო პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალს ვერ დაესწრება.

ჰერცოგს მუხის კუბოში ჩაასვენებენ, რომელსაც ტყვიის გარსი აკრავს. პრინც ფილიპს მისი დიზაინით შექმნილი კატაფალკით გადაასვენებენ, რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე შექმნა.

დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში 17 თებერვალს მოათავსეს და გულზე ოპერაცია გაუკეთეს. დაკრძალვის ცერემონია, 17 აპრილს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება. პრინც ფილიპს, მისი უკანასკნელი სურვილის შესაბამისად, უინძორის ციხესიმაგრეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში, კერძო სამარხში დაკრძალავენ. ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, კი მას გიორგი VI-ის მემორიალურ სამლოცველოში გადაასვენებენ და დედოფლის გვერდით დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system