თავში

პრინცესა დაიანასთან დაკავშირებული საქმის გამო, ტონი ჰოლი თანამდებობიდან გადადგა

პრინცესა დაიანასთან დაკავშირებული საქმის გამო, ტონი ჰოლი თანამდებობიდ
პრინცესა დაიანასთან დაკავშირებული საქმის გამო, ტონი ჰოლი თანამდებობიდან გადადგა

BBC-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ტონი ჰოლი, პრინცესა დაიანასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ლონდონის ეროვნული გალერეის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ BBC წერს.

”ძალიან ვწუხვარ 25 წლის წინ განვითარებული მოვლენების გამო და მჯერა, რომ ლიდერობა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას”, - განაცხადა ტონი ჰოლმა.

ტონი ჰოლი ეროვნული გალერეის ხელმძღვანელის თანამდებობას 2019 წლის ნოემბრიდან ასრულებდა. მანამდე იგი შვიდი წლის განმავლობაში BBC-ის გენერალური დირექტორის 
თანამდებობას იკავებდა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე ჯონ დაისონმა მიმდინარე წლის 20 მაისს ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 1995 წელს ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა თაღლითური გზით მოიპოვა პრინცესასთან ინტერვიუ, ხოლო ტელეკომპანია BBC-მ მისი ქმედება დაფარა.

გასულის წლის ბოლოს პრინცესა დაიანას ძმამ ჩარლზ სპენსერმა განაცხადა, რომ BBC-ის ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა 1995 წელს პრინცესა გადაცემაში მონაწილეობაზე მოტყუებით დაითანხმა. ჩარლზ სპენსერის ამ განცხადების შემდეგ BBC-იმ გამოძიება დაიწყო. დაიანას ძმის თქმით, იგი მოტყუებით აიძულეს პრინცესასთვის ჟურნალისტი მარტინ ბაშირი გაეცნო. გამოძიების თანახმად, ბაშირმა ჩარლზ სპენსერს ყალბი დოკუმენტების წარუდგინა და დაარწმუნა, რომ დაიანას ბუქინგემის სასახლის ორი მაღალჩინოსანი უსმენდა და უთვალთვალებდა.

გამოძიებით ირკვევა, რომ ბაშირმა BBC-ის დაუმალა, რომ ინტერვიუ ტყუილის საფუძველზე მოიპოვა. შემდგომში კი უამრავი კითხვის თავიდან აცილების მიზნით BBC-იმ სამხილები შეცვალა, რომ ბაშირს პასუხისმგებლობისთვის თავი აერიდებინა.

ყალბი დოკუმენტების წარდგენისთვის ბაშირმა ბოდიში მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ მისი აზრით, რომ ეს არ იყო დაიანას მხრიდან ინტერვიუზე თანხმობის მიზეზი.

პრინცესა დაიანა 1997 წელს პარიზში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ტრაგედიის მიზეზად მანქანის გაუფრთხილებელი მართვა და ჟურნალისტების არაკანონიერი ქმედება დასახელდა. პრინცესას მანქანას პაპარაცები აედევნენ. ლედი დი მანქანაში კინოპროდიუსერ დოდი ალ-ფაიედთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მასთან ერთად გარდაიცავალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system