თავში

პრინცესა მაკო იმპერატორის ოჯახს ტოვებს

პრინცესა მაკო იმპერატორის ოჯახს ტოვებს
პრინცესა მაკო იმპერატორის ოჯახს ტოვებს

იაპონიის პრინცესა მაკო, ტახტის მემკვიდრის, პრინცი აკიშინოს ქალიშვილი და იმპერატორ ნარუჰიტოს დისშვილი, ორშაბათს ბაბუას და ბებიას, ახლა უკვე ყოფილ იმპერატორ აკიჰიტოს და მის მეუღლე მიჩიკოს ეწვია, რათა მათთვის დაგეგმილი ქორწილის შესახებ ეცნობებინა. ინფორმაციას Kyodo ავრცელებს.

მისი ცნობით, შეხვედრას გამოსამშვიდობებელი ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან გათხოვების შემდეგ მაკო მონარქის ოჯახს დატოვებს და იაპონიის რიგითი მოქალაქე გახდება.

მაკო აკიჰიტოსა და მიჩიკოს შვილიშვილებიდან პირველია.

გავრცელებული ინფორმაციით, რომ 30 წლის მაკო და მისი რჩეული კეი კომურო ქორწინებას 26 ოქტომბერს იაპონიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირებენ. ამის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. შემდეგ ახალდაქორწინებულები ნიუ-იორკში გაემგზავრებიან, სადაც კომურო იურიდიულ ფირმაში მუშაობს. 

წყვილი ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა დაქორწინებულიყო, თუმცა მაშინ ქორწილი გადაიდო, რადგან ნეფეს ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა.

მაკომ და კომურომ ერთმანეთი 2012 წელს ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში გაიცნეს. 2017 წელს მათი ნიშნობა გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system