თავში

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბავშვის სქესი გაამხილეს

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბავშვის სქესი გაამხილეს
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბავშვის სქესი გაამხილეს

სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა ამერიკელ ტელეწამყვან ოპრა უინფრისთან ინტერვიუში მათი მეორე შვილის სქესი გაამხილეს. წყვილის თქმით, მათ გოგონა ეყოლებათ.

"ნებისმიერი სქესის ბავშვის ყოლა, ერთის ან ორის ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც შენ გყავს ბიჭი და შემდეგ გოგო, მეტი რა უნდა ინატრო. ჩვენ ოჯახში ოთხნი ვართ და ორი ძაღლი", - თქვა პრინცმა ჰარიმ.

წყვილის პირველი შვილი 2019 წლის 6 მაისს დაიბადა. მას არჩი დაარქვეს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რასიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანეს.

ოპრა უინფრისთან მიცემულ ინტერვიუში პრინც ჰარის მეუღლემ ასევე განაცხადა, რომ მის ვაჟს, არჩის, პრინცის წოდებაზე უარი ეთქვა, რადგან სამეფო ოჯახში ბავშვის დაბადებისას არსებობდა იმის შანსი, რომ ბავშვის კანის ფერი მუქი იქნებოდა.

მეგან მარკლიმ ასევე დასძინა, რომ თავისი მეუღლის ძმის ცოლმა, ქეითმა ქორწილის წინ ატირა. პრინც ჰარის და მეგან მარკლის ბრიტანეთის დედოფალზე ბრალდებები არ გაუჟღერებიათ.

"უბრალოდ აღარ მინდოდა, მეცოცხლა, ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში მუდმივი აზრი", - განაცხადა მეგან მარკლიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system