თავში

პრინცმა ჰარიმ პრინცესა დაიანას გარდაცვალებაზე ისაუბრა

პრინცმა ჰარიმ პრინცესა დაიანას გარდაცვალებაზე ისაუბრა
პრინცმა ჰარიმ პრინცესა დაიანას გარდაცვალებაზე ისაუბრა

წიგნის Hospital by the Hill წინასიტყვაობაში პრინცმა  ჰარიმ დედამისის, პრინცესა დაიანას შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

რომანის მთავარი პერსონაჟი პატარა ბიჭია, რომლის დედაც პანდემიის დროს გარდაიცვალა. წიგნი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გარდაცვლილი პაციენტების შვილებს ეძღვნება და მისი წინასიტყვაობის შექმნაში მონაწილეობა პრინცმა ჰარიმაც მიიღო. 

სასექსის ჰერცოგმა საკუთარ დანაკარგზე ემოციურად ისაუბრა. ჰარის დედა 12 წლის ასაკში გარდაეცვალა. პრინცი ჰარი წიგნის წინასიტყვაობაში წერს, რომ დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალებამ მის გულში უზარმაზარი ბზარი გააჩინა, თუმცა დროსთან ერთად ეს სიცარიელე სიყვარულით შეივსო.   

ჰარი წერს, რომ საყვარელი ადამიანი შეიძლება ამ ქვეყნიდან სამუდამოდ წავიდეს, მაგრამ ის მუდამ ჩვენთან დარჩება.

ლედი დის ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი ლონდონში  1 ივლისს გაიხსნება. წელს პრინცესა დაიანას 60 წელი შეუსრულდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system