თავში

პროტესტის 50-ე დღე - როგორი ვითარებაა ბელარუსში

პროტესტის 50-ე დღე - როგორი ვითარებაა ბელარუსში
პროტესტის 50-ე დღე - როგორი ვითარებაა ბელარუსში

ბელარუსში 50-ე დღეა რაც საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები წესების დარღვევით ჩატარდა და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნას, ასევე დემონსტრაციების დროს მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენებაში პასუხისმგებელი პირების დასჯა წარმოადგენს. 

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო TUT.by-ის ინფორმაციით, 27 სექტემბერს ბელარუსის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

სამართალდამცავებმა გადაკეტეს დედაქალაქის მთავარი ქუჩები. ასევე, დახურულია მეტროს რამდენიმე სადგური.

ქალაქის ქუჩებში შეიარაღებული სამართალდამცავები გადაადგილდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს აქციის მონაწილეების დაპატიმრებები. დაკავებული მომიტინგეების რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია. ამის თაობაზე ზუსტ ინფორმაციას უფლებადამცველთა ორგანიზაცია "ვესნა" მოგვიანებით გაავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system