თავში

ყაზახეთიდან სამშვიდობოების გაყვანა იწყება

​ყაზახეთიდან სამშვიდობოების გაყვანა იწყება
ყაზახეთიდან სამშვიდობოების გაყვანა იწყება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამშვიდობოების ყაზახეთიდან გაყვანა ხვალ დაიწყება. ამის შესახებ ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ სამშვიდობოების გაყვანა ქვეყნიდან 13 იანვარს დაიწყება.

მან სამშვიდობოების მისია წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

"რა თქმა უნდა, ამას ტერორისტებისა და ბანდიტების აგრესიის მოსაგერიებლად დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა", - განაცხადა თოყაევმა.

ცნობისთვის, 11 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ალიხან სმაილოვი დანიშნა.

5 იანვარს ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system