თავში

ყაზახეთის პრეზიდენტი დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს

​ყაზახეთის პრეზიდენტი დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს
ყაზახეთის პრეზიდენტი დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ , მიუხედავად იმისა, რომ იქ არეულობები და საპროტესტო აქციებია, დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"რაც არ უნდა იყოს, დედაქალაქში ვიქნები. ხალხთან ყოფნა ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ შავ პეროიდს ყაზახეთის ისტორიაში. ჩვენ აქედან ძლიერები გამოვალთ“, - განაცხადა თოყაევმა.

მან ასევე გააფრთხილა, რომ ქვეყნის ხელისუფლება დამნაშავეების წინააღმდეგ მკაცრად იმოქმედებს.

ამასთან, ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობზე ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს შეცვლის.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ის ყაზახეთის პოლიტიკურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ახალი წინადადებით გამოვა.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system