თავში

ყაზახეთში ავიაკატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

ყაზახეთში ავიაკატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა
ყაზახეთში ავიაკატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

ყაზახეთში, ქალაქ ალმათის სიახლოვეს ავიაკომპანია Bek Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ მიემართებოდა, თუმცა ალმათის აეროპორტიდან აფრენისას სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა.

კატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Еuronews და AccuWeather ავრცელებენ. 

არიან დაშავებულებიც. თვითმფრინავის ბორტზე სულ 95 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფას უკვე გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი. მან გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დაშავებულები სათანადო დახმარებას მიიღებენ.

„შექმნილია სამთავრობო კომისია. ყველა დამნაშავე პასუხს კანონის მიხედვით აგებს“, - განაცხადა ტოკაევმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system