თავში

ყაზახეთში მომხდარ არეულობას რვა მოქალაქე ემსხვერპლა

ყაზახეთში მომხდარ არეულობას რვა მოქალაქე ემსხვერპლა
ყაზახეთში მომხდარ არეულობას რვა მოქალაქე ემსხვერპლა

რვა ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა, მასობრივი დაპირისპირების დროს, ყაზახეთის სამხრეთით, ჟამბილის ოლქში. ამის შესახებ  Reuters იუწყება.

შინაგან საქმეთა მინისტრის - ერლან ტურგუმბაევის განცხადებით, დაკავებულია 47 ადამიანი. ინციდენტი გუშინ ღამით, სოფელ მასანჩის რაიონში მოხდა, სადაც  აგრესიულად განწყობილი 70 მოქალაქე იყო შეკრებილი. ჩხუბის მონაწილეებმა პოლიციელების წინააღმდეგ აქტიური წინააღმდეგობა გამოიჩინეს, რაც ქვების სროლასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში გამოიხატა.

შეკრებილებმა გადაწვეს 30-მდე სახლი, 15 სავაჭრო ობიექტი და 23 მანქანა. 

ტერიტორია, სადაც შეტაკება მოხდა მუსლიმი ჩინელების ეთნიკური ჯგუფის - დუნგანების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს. ყაზახეთის პრეზიდენტის, ტოკაევის განცხადებით, იგი აუცილებლად მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებას, რათა შეაჩეროს ეთნიკური ჯგუფების მიმართ წამოსული სიძულვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system