თავში

ყაზახეთში პედოფილიაში მსჯავრდებულები კასტრაციის მოლოდინში არიან

ყაზახეთში პედოფილიაში მსჯავრდებულები კასტრაციის მოლოდინში არიან
ყაზახეთში პედოფილიაში მსჯავრდებულები კასტრაციის მოლოდინში არიან

ყაზახეთში, ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული 25 პირი სასჯელად კასტრაციას ელოდება. დაკავებულები აცხადებენ, რომ ასეთი სასჯელი ძალიან მძიმეა და მტერსაც კი არ უსურვებდნენ. ისინი კასტრაციის სასჯელად გამოყენების გაუქმებას ითხოვენ.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წარმომადგენლები თვლიან, რომ პედოფილების ქიმიური კასტრაცია საუკეთესო გამოსავალია ქვეყანაში მათი რიცხვის შესამცირებლად. შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსეი მილიუკის განცხადებით, მას შემდეგ რაც კანონი შემოიღეს, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის რიცხვი 15.4%-ით შემცირდა.

ყაზახეთში, პედოფილიაში მსჯავრდებულები მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის ციხეში არიან მოთავსებულნი. ამასთან, კანონის მიხედვით ყველა პედოფილის სურათი საჯარო ხდება და მათი მისამართები ხელმისაწვდომი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system