თავში

ყაზახეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა

ყაზახეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა
ყაზახეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმდა.

გაერო-ს შტაბ-ბინაში ყაზახეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო მეორე არჩევით ოქმს ხელი მოაწერა, რომლის მიზანია სიკვდილით დასჯის გაუქმება.

სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ‑ჟომართ თოყაევმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ზოგად პოლიტიკურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთისთვის მთავარი ადამიანის ღირსება და უფლებაა.

ყაზახეთის მთავრობის გეგმა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ 2019 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი.

ყაზახეთში სიკვდილით დასჯა 2003 წლიდან მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system