თავში

ყაზახურმა ავიაკომპანიამ ყირიმის თავზე გადაფრენისთვის საჯარიმო დავალიანება გაისტუმრა

​ყაზახურმა ავიაკომპანიამ ყირიმის თავზე გადაფრენისთვის საჯარიმო დავალია
ყაზახურმა ავიაკომპანიამ ყირიმის თავზე გადაფრენისთვის საჯარიმო დავალიანება გაისტუმრა

ყაზახურმა ავიაკომპანიამ ყირიმის თავზე გადაფრენისთვის საჯარიმო დავალიანება გაისტუმრა, რომელიც მას უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევისთვის დაუწესა. თანხამ 136 ათასი გრივნა ($5,8 დოლარი) შეადგინა. ეს პირველი ჯარიმაა, რომელიც უწყებამ ასეთი დარღვევისთვის გამოწერა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, 8 აგვისტოს ნახევარკუნძულს ყაზახური ავიაკომპანია Euro-Asia Air-ის (EAA) თვითმფრინავმა გადაუფრინა.

უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა კომპანიას დარღვევის დაფიქსირების შესახებ ამცნო და კომპანია დააჯარიმა. კომპანიამ თანხა დაფარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system