თავში

ყირგიზეთი ორშაბათიდან შეზღუდვებს შეამსუბუქებს

ყირგიზეთი ორშაბათიდან შეზღუდვებს შეამსუბუქებს
ყირგიზეთი ორშაბათიდან შეზღუდვებს შეამსუბუქებს

ყირგიზეთი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლების ფონზე ეპიდემიის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

11 მაისიდან გაიხსნება ბიზნეს სექტორის გარკვეული ნაწილი, კერძოდ, თავის მოვლის, დასუფთავებისა და ფინანსური მომსახურების დაწესებულებები, მუშაობას განაახლებენ იურისტები, უძრავი ქონებისა და ტურისტული აგენტები, აგრეთვე განახლდება საცალო ვაჭრობა. 

ქვეყნის პროვინციებს შორის გადაადგილება კვლავ აკრძალული იქნება.

ყირგიზეთმა, კორონავირუსით ინფიცირების 1,002 შემთხვევა დაადასტურა. გარდაიცვალა 12  და გამოჯანმრთელდა 675 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system