თავში

ყირიმი უკრაინაა! - ჯო ბაიდენი

ყირიმი უკრაინაა! - ჯო ბაიდენი
ყირიმი უკრაინაა! - ჯო ბაიდენი

"ყირიმი არის უკრაინა" - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყირიმის ანექსიის 7 წლისთავს. 

პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ უკრაინის გვერდით დგას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

"კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე შეერთებული შტატები უკრაინისა და მისი მოკავშირეების, პარტნიორების გვერდით დგას. ამ მწუხარე წლისთავზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მარტივ ჭეშმარიტებას: ყირიმი არის უკრაინა. შეერთებული შტატები არ ცნობს და არც არასოდეს აღიარებს ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში მომხდარი აგრესიის გამო ", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system