თავში

ყოფილმა სტუდენტმა უსახლკაროდ დარჩენილ მასწავლებელს 27 ათასი დოლარი აჩუქა

ყოფილმა სტუდენტმა უსახლკაროდ დარჩენილ მასწავლებელს 27 ათასი დოლარი აჩ
ყოფილმა სტუდენტმა უსახლკაროდ დარჩენილ მასწავლებელს 27 ათასი დოლარი აჩუქა

აშშ-ში მამაკაცმა თავის ყოფილ მასწავლებელს, რომელმაც სამსახური და სახლი დაკარგა, 27 ათასი დოლარი გადასცა.

21 წლის სტივენ ნავამ კალიფორნიიდან, მარტის დასაწყისში, თავისი სახლის ავტოსადგომზე შენიშნა მანქანა, რომელშიც მოხუცი კაცი იწვა. ახალგაზრდა მამაკაცს გაუკვირდა, როდესაც მან მათემატიკის ყოფილი მასწავლებელი იცნო. 

როგორც გაირკვა, გასული წლის გაზაფხულზე მან პანდემიის გამო სამსახური დაკარგა და მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება გახდა. მამაკაცი ამ ფულის უმეტეს  ნაწილს ავადმყოფ ცოლს უგზავნიდა მექსიკაში. ყოფილმა მასწავლებელმა ასევე დაკარგა ნაქირავები საცხოვრებელი სახლიც, ამიტომ მას მანქანაში ცხოვრება მოუწია.

სტუდენტმა მასწავლებელი ჯერ სასტუმროს ნომერში წაიყვანა, შემდეგ კი საქველმოქმედო პლატფორმაზე GoFundMe გახსნა ანგარიში და ფულის შეგროვება დაიწყო. რამდენიმე დღეში სტივენმა 27 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო. მან ეს თანხა მასწავლებელს უკვე გადასცა.

"როდესაც ჩეკი დავინახე, ჩემი პირველი რეაქცია იყო - სიზმარში ვარ?", - განაცხადა მასწავლებელმა.

მასწავლებელს ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა ასეთი საჩუქარი. ახლა მას შეუძლია, ჰქონდეს საცხოვრებელი კუთხე და გაისტუმროს ვალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system