თავში

ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ცნობილია

​ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ცნობილია
ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ცნობილია

დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში ფინეთი ლიდერობს. ის ამ სიის სათავეში უკვე მეოთხედ მოექცა.

სპეციალისტები 149 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებენ. World Happiness Report-ის ყოველწლიური ანგარიში გაერო-ს კვლევების შედეგებზე დაყრდნობით მზადდება. მისი მთავარი ინდიკატორი ქვეყნის სტაბილური განვითარებაა. ქვეყნებში ბედნიერების დონის განსასაზღვრად ისეთი მაჩვენებლები ფასდება, როგორიცაა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, კორუფცია და სხვა. პირველად ბედნიერების ინდექსის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი 2012 წელს შეფასდა.

ბედნიერი ქვეყნების პირველი ათეული ასე გამოიყურება: ფინეთი, ისლანდია, დანია, შვეიცარია, ნიდერლანდები, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ახალი ზელანდია და ავსტრია. აშშ ამ სიაში მე-14 ადგილზეა. დიდი ბრიტანეთი მე-18-ზე, საფრანგეთი მე-20ზე. საქართველოს ბედნიერი ქვეყნების სიაში 73-ე ადგილი უჭირავს.

გაერო-ს მონაცემებით ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყნების სიაში ზიმბაბვე და ტანზანია მოხვდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system