თავში

რა ეღირება Moderna-ს ვაქცინა?

რა ეღირება Moderna-ს ვაქცინა?
რა ეღირება Moderna-ს ვაქცინა?

ამერიკული კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ დროისათის ევროკავშირთან ვაქცინის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

ბანსელმა აღნიშნა, რომ Moderna მიმდინარე წლის ბოლომდე 20 მილიონი დოზის ვაქცინის წარმოებას გეგმავს, რომლის "მცირე ნაწილი" ასევე ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირისთვისაც.

როგორც სტეფან ბანსელმა აღნიშნა, ხელშეკრულების გაფორმებამდე ”მხოლოდ რამდენიმე დღეა” დარჩენილი. მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხს ვაქცინის საფასური წარმოადგენს. 

გამოცემის ცნობით, ვაქცინის ერთი დოზის საფასური 25-დან 37 დოლარამდე მერყეობს, შეკვეთის ზომიდან გამომდინარე.

"ეს არის სამართლიანი ფასი, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძვირი უჯდება ჯანდაცვის სისტემას COVID-19-თან ბრძოლა. ჩვენს მიზანს მოგების მაქსიმალურად გაზრდა არ წარმოადგენს", - განუცხადა ბანსელმა გამოცემას.

მანამდე, კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ 94%-იანი ეფექტურობა დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system