თავში

რა გააკეთა მერკელმა პენსიაზე გასვლის პირველ დღეს - Bild

​რა გააკეთა მერკელმა პენსიაზე გასვლის პირველ დღეს - Bild
რა გააკეთა მერკელმა პენსიაზე გასვლის პირველ დღეს - Bild

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა პენსიაზე გასვლის პირველი დღე საკმაოდ ადრე დაიწყო. გაზეთმა Das Bild-მა გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტის დატოვების შემდეგ პოლიტიკოსის პირველი დღე აღწერა.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად მერკელის განცხადებისა, რომლის თანახმად მას, უპირველეს ყოვლისა, გამოძინება სურდა, მან ბერლინის ბინა 8.20 საათზე დატოვა.

მერკელი თავის ახალ ოფისში მივიდა, მოგვიანებით კი საყიდლებზე ერთ-ერთ სუპერმარკეტს ესტუმრა. დაცვის თანხლებით მან პროდუქტი შეიძინა, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა.

Bild ასევე წერს, რომ დღეს, გერმანიის ახალი კანცლერისთვის უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, მერკელმა ოფისში საკმაოდ დიდი დრო გაატარა. იქ შუქი 20.34-მდე ენთო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system