თავში

რა გავლენა აქვს მზის ქარიშხლებს ადამიანებზე

რა გავლენა აქვს მზის ქარიშხლებს ადამიანებზე
რა გავლენა აქვს მზის ქარიშხლებს ადამიანებზე

მზე ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ ის მხოლოდ სინათლით არ გვამარაგებს. ე.წ. მზის  ქარიშხლებს დედამიწაზე სხვადასხვა მოვლენების გამოწვევა შეუძლია. 

მზის აალებები და კორონალური მასის ამოფრქვევა კოსმოსში უზარმაზარი რაოდენობის რადიაციისა და დამუხტული ნაწილაკების გავრცელებას იწვევს. ამ მოვლენებმა შეიძლება დააზიანოს დედამიწის ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, რაც გამოიხატება ელექტროენერგიის გათიშვასა და სისტემის ფუნქციონირების შემცირებაში. მათ ასევე შეუძლიათ დააზიანონ სატელიტები, კოსმოსური სადგურები, ასტრონავტები, ავიაცია, სანავიგაციო სისტემები, ელექტრო ქსელები და ა.შ.

ინტენსიური მზის რადიაციული ქარიშხლების დროს პროტონებმა შეიძლება დააზიანონ როგორც ელექტრონული სქემები თანამგზავრების შიგნით, ასევე ასტრონავტების ბიოლოგიური დნმ-ი. ჩრდილოეთ პოლუსის თავზე მფრინავი ასტრონავტები კი გაზრდილი რადიაციის ზემოქმედებას განიცდიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დედამიწის მაგნიტური ველი, რომელიც კოსმოსური გამოსხივების უარყოფითი ზემოქმედებისგან გვიცავს, დამუხტულ ნაწილაკებს პოლუსებისკენ განდევნის სადაც ისინი ჩვენს ატმოსფეროში შედიან. ეს მოვლანა ულამაზეს სინათლის ეფექტებს იწვევს, რომელიც ჩრდილოეთის ციალის სახელითაა ცნობილი.

ამგვარად, კოსმოსური ასტრონავტები უფრო მეტად განიცდიან რადიაციას, რადგან ისინი არ არიან დაცული დედამიწის მაგნიტური ველით. ნეგატიური შედეგები შეიძლება მოიცავდეს სხივურ დაავადებას, კიბოს რისკს, დეგენერაციულ დაავადებებს და ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

რადიაციულმა შტორმებმა, ასევე, შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ ნავიგაციურ მოწყობილობებზე. ამასთან, ასეთ დროს ხდება მაღალი სიხშირის რადიოტალღების შთანთქმა, რის შედეგადაც მაღალი სიხშირის კომუნიკაციების საშუალებები ითიშება.

ტექნოლოგიის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, ადამიანები მეტად მგრძნობიარენი ვხდებით მზის ქარიშხლების მიმართ, ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება ზუსტად შეგვეძლოს მზის აქტივობის პროგნოზირება, თუმცა ეს ამოცანა მარტივი შესასრულებელი ნამდვილად არ არის. 

აღსანიშნავია, რომ ბრედფორდის უნივერსიტეტის ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი რამი კავაჯი თავის კოლეგებთან ერთად ავტომატიზირებული კომპიუტერული სისტემის შემუშავებაზე მუშაობდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მზის გამოსახულებებს ამუშავებს და მონაცემთა ანალიზის შემდეგ, შესაძლებელს ხდის მზის ქარიშხლის პროგნოზირებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში. 

”რაც უფრო მეტად გავაგრძელებთ კოსმოსის შესწავლას და რაც უფრო ღრმად გადავაადგილდებით, ჩვენ უნდა შეგვეძლოს კოსმოსური ამინდის პროგნოზირება, რათა მივიღოთ მზის აქტივობის უფრო სრულყოფილი სურათი და შევამსუბუქოთ მისი გავლენა მზის სისტემაზე”, - განაცხადა კავაჯიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system