თავში

რა კავშირი აქვს კორონავირუსს სისხლის ჯგუფთან?

​რა კავშირი აქვს კორონავირუსს სისხლის ჯგუფთან?
რა კავშირი აქვს კორონავირუსს სისხლის ჯგუფთან?

დღეისათვის, ამერიკელი მეცნიერები სისხლის ჯგუფსა და კორონავირუსით ინფიცირებას შორის რაიმე კავშირს არ ადასტურებენ.

მარტში სპეციალისტების მიერ თითქოს აღმოჩენილი იყო კავშირი სისხლის ჯგუფსა და კოვიდ-ინფიცირების რისკებს შორის. ისინი ამტკიცებდნენ რომ ვირუსის რეცეპტორების ანტიგენთან შეკავშირება უფრო მაღალი იყო ადამიანის მეორე ჯგუფის სისხლში.

კორონავირუსი იყენებს ცილოვან რეცეპტორულ კომპლექსს იმისათვის, რათა ადამიანის სხეულში, მიმღებ უჯრედებს დაუკავშირდეს. ამ კავშირის სიძლიერით განისაზღვრება ადამიანის ინფიცირების სიმძიმე. ეს კვლევები მეცნიერებს არ აძლევდათ საშუალებას, წინასწარ განსაზღვრათ პაციენტის სამომავლო კლინიკური მიმდინარეობა, მაგრამ სისხლის ჯგუფის მიხედვით ვარაუდობდნენ ინფიცირების რისკებსა და სიმძიმეს.

თუმცა, ბოლო კვლევებზე დაყრდნობით, სადაც სპეციალისტებმა 100 ათასზე მეტი პაციენტის ისტორია შეისწავლეს, დანამდვილებით ვერ მტკიცდება კავშირი ინფიცირებასა და სისხლის ჯგუფს შორის. მეცნიერების თქმით, წინა კვლევიდან დამთხვევები შესაძლოა მრავალი სხვა ფაქტორით ყოფილიყო განპირობებული, როგორიცაა სუფთა შემთხვევითობა, გენეტიკური მზადყოფნა, კვლევის ჩატარების გეოგრაფიული თავისებურებები და კვლევითი ინფორმაციის არასწორი ანალიზი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system