თავში

რა კავშირია თვითიზოლაციასა და სასმელს შორის?

​რა კავშირია თვითიზოლაციასა და სასმელს შორის?
რა კავშირია თვითიზოლაციასა და სასმელს შორის?

აშშ-ში ექიმებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო დიდ დროს ატარებს ადამიანი  სახლში იზოლაციაში, უფრო იზრდება ალკოჰოლიზმის რისკები.

ცხოვრებისეული სტრესი, რომელსაც სახლში ჩაკეტილი ადამიანები იღებენ, პირდაპირპროპორციულად აისახება ალკოჰოლის მოხმარებაზე. კორონაპანდემია ამ სტრესს კიდევ უფრო აღრმავებს.

ადამიანების გამოკითხვა ონლაინ მოხდა. მასში საშუალოდ 42 წლის 1982 ზრდასრული პირი მონაწილეობდა. გამოკითხულთა 62% ქალი იყო. კვლევა მარტი-აპრილის თვეებში ჩატარდა.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ იზოლაციაში ყოფნისას, ალკოჰოლის მოხმარება 19%-ით გაიზარდა. ორჯერ გაიზარდა ეს რიცხვი ალკოჰოლის უკვე მომხმარებელთა შორის.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ეს შემაშფოთებელი სტატისტიკაა და სპეციალისტებს პროფილაქტიკის გარკვეული სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითიზოლაცია ადამიანების ჯანმრთელობისთვის გრძელვადიან პრობლემებს გამოიწვევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system