თავში

რა ხდება კრიპტოვალუტის ბაზარზე

რა ხდება კრიპტოვალუტის ბაზარზე
რა ხდება კრიპტოვალუტის ბაზარზე

რამდენიმე დღეა, კრიპტოვალუტის ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები დაფიქსირდა. ყველაზე ძვირადღირებული ციფრული ვალუტის, Bitcoin-ის ფასი ერთ მომენტში $30 000-მდეც კი ჩამოვიდა, თუმცა ვარდნა შეწყვიტა და $40 000-მდე ავიდა. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 40%-ით შემცირდა და გუშინ, 3 თვის ანტირეკორდიც დააფიქსირა. რთული სათქმელია, გაგრძელდება თუ არა კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასების ვარდნა, თუმცა ამ მომენტისთვის, პანიკური ზეწოლა აღარ მოქმედებს და Bitcoin-ი საკუთარ პოზიციებს იმყარებს. 

კრიპტობაზარზე ყველაზე გავლენიანი ვალუტის ფასის ვარდნამ, ჯაჭვური რეაქციით ყველა სხვა კოინზეც იმოქმედა და სავაჭრო ბირჟებზე ახლა არც თუ ისე კარგი სიტუაციაა. ყველა ციფრული ვალუტის ფასი დავარდა.

მიზეზი იმისა, თუ რამ გამოიწვია Bitcoin-ის ფასის ასეთი დაცემა რამდენიმეა. თვის დასაწყისში თურქეთში კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე შეზღუდვები დაწესდა. ახლა კი იგივე ჩინეთშიც განმეორდა. თავის მხრივ, მილიარდერმა ილონ მასკმაც დიდი წვლილი შეიტანა Bitcoin-ის ფასის დაცემაში, როდესაც დაწერა, რომ მათი მოპოვება გარემოს აბინძურებს, ამიტომ Tesla-ს ავტომობილებს Bitcoin-ით აღარ გაყიდის და შესაძლოა კუთვნილი კოინებისგანაც გათავისუფლდეს. 

ექსპერტების აზრი ორადაა გაყოფილი. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ Bitcoin-ი შემცირებას კიდევ რამდენიმე ხანს გააგრძელებს, ხოლო მეორენი ფიქრობენ, რომ ახლა კარგი დროა ინვესტიციისთვის, რადგან მალე Bitcoin-ი რეკორდულ ნიშნულებს მიაღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system