თავში

რა მისწერა ლეონარდო დი კაპრიომ ჯო ბაიდენს

​რა მისწერა ლეონარდო დი კაპრიომ ჯო ბაიდენს
რა მისწერა ლეონარდო დი კაპრიომ ჯო ბაიდენს

ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო ახლადარჩეულ პრეზიდენტს გარემოს დაცვის თხოვნით მიმართვას. მსახიობმა ჯო ბაიდენს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც კლიმატის ცვლილებებსა და მისი დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. დი კაპრიოს თქმით, ჯო ბაიდენს შეუძია გახდეს "კლიმატის პრეზიდენტი", რომელიც "უფსკრულის პირას" მყოფ კაცობრიობას განსაცდელისგან იხსნის. ჰოლივუდის ვარსკვლავმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პარიზის შეთანხმებაში დაბრუნებას.

"თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ისე, რომ მთელ მსოფლიოში წიაღისეული საწვავის ნაცვლად სუფთა ენერგიას იყენებდნენ, ეს მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის, შეამცირებს ჰაერში მავნე გამონაბოლქვების გამოტყორცნას და დაამარცხებს ეკონომიკურ და რასობრივ უთანასწორობას", - დაწერა მსახიობმა ღია მიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელში უკვე მილიონამდე ადამიანის მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system