თავში

რა ზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკებს?

​რა ზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკებს?
რა ზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკებს?

ექსპერტების განცხადებით, COVID-19– ით ინფიცირების რისკი დამოკიდებულია ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის დოზაზე, გარემოსა და ადამიანის იმუნიტეტის ხარისხზე. თუ ადამიანის ორგანიზმში დამაინფიცირებელი ვირუსი მცირე რაოდენობით მოხვდა, მას ის საკმაოდ სწრაფად და ადვილად უმკლავდება, მაგრამ, დიდი რაოდენობით ინფექცია სერიოზულ და ხანგრძლივ გართულებებს იწვევს.

ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი უნდა მიემაგროს უჯრედს, რომელთანაც კავშირის დამყარებას შეძლებს და სადაც გამრავლების საშუალება ექნება. ის ყველა გარემოში გადარჩენას ვერ შეძლებს. ამასთანავე, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და, შესაბამისად, ინფექციური დოზის მკაფიო კრიტერიუმები არ არსებობს. თუმცა, ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრილ კორონავირუსთან გამკლავება ნებისმიერ ორგანიზმს უჭირს.

იმუნურად დასუსტებულ ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსი გაცილებით სწრაფად მრავლდება, რადგან მასზე ორგანიზმის იმუნური პასუხი სუსტია. ამ დროს პაციენტს ეწყება გართულებები და მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის მოხვედრისას, იმუნიტეტი ინფექციას ზედა სასუნთქი გზების ეპითელიუმში (უჯრედების გარე დამცავი ფენა) შესვლის ეტაპზევე ანეიტრალებს და პაციენტი კორონავირუსს ადვილად ამარცხებს.

ვირუსის ადამიანზე გადაცემა ასევე დამოკიდებულია გარემო პირობებზე - ჰაერის ტენიანობასა და ტემპერატურაზე. დახურულ, გაუნიავებელ სივრცეში ვირუსის დამაინფიცირებელი დოზის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე განიავებულ სივრცეში და მძიმედ დაინფიცირების რისკებიც მატულობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system