თავში

რამდენად ეფექტურია ალკოჰოლის საწინააღმდეგო იარლიყები

​რამდენად ეფექტურია ალკოჰოლის საწინააღმდეგო იარლიყები
რამდენად ეფექტურია ალკოჰოლის საწინააღმდეგო იარლიყები

იარლიყები, რომლებიც ალკოჰოლის მავნე შედეგების შესახებ გაფრთხილებას შეიცავს და ბოთლზეა განთავსებული, სპირტიან სასმელზე მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს. ამის შესახებ კანადელმა მეცნიერებმა განაცხადეს. კვლევაში 2 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ამის შესახებ Journal of Studies on Alcohol and Drugs წერს.

ექსპერიმენტს ვიქტორიის უნივერსიტეტის სპეციალისტები ატარებდნენ. ლუდის, ღვინის და სხვა ალკოჰოლის შემცველ ბოთლებზე სამი ტიპის იარლიყი იყო განთავსებული. ერთში ალკოჰოლის მიღებასა და კიბოს განვითარებას შორის არსებული კავშირი მეცნიერულად იყო ახსნილი. მეორეში მომხმარებელს ახსენებდნენ, რომ სასმლის მიღების დროს ეროვნული ტრადიციები დაცული უნდა იყოს. მესამეში მითითებული იყო ალკოჰოლის დოზა, რომელიც ორგანიზმს ყველაზე ნაკლებად აზიანებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, ასეთი იარლიყების წყალობით ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები 6,9%-ით შემცირდა.

"ჩვენი გაფრთხილებები მსმელებს აფიქრებს იმაზე, რომ ისინი როგორც ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლეს, რეალურ საფრთხეს უქმნიან", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system