თავში

რამდენად მაღალია COVID-19-ით რეინფიცირების ალბათობა - კვლევა

რამდენად მაღალია COVID-19-ით რეინფიცირების ალბათობა - კვლევა
რამდენად მაღალია COVID-19-ით რეინფიცირების ალბათობა - კვლევა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პაციენტები, რომლებსაც COVID-19 გადატანილი აქვთ, შესაძლოა, უფრო  ძლიერი იმუნიტეტით სარგებლობდნენ, ვიდრე ვაქცინირებული პირები. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel წერს.

გამოცემის ცნობით, 1 მაისიდან 12 ივლისამდე პერიოდში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 72 ადამიანი (1%) დაინფიცირდა, ხოლო ვაქცინირებული პირებიდან - 3 000 ადამიანი (40%). მაშასადამე, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების თითქმის 40% იყო ვაქცინირებული იმ 1%-თან შედარებით, რომლებიც ადრე დაინფიცირდნენ.

ზოგიერთი ექსპერტის დასკვნით, ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვთ რეინფიცირებისაგან შედარებით უფრო დაცულები არიან, ვიდრე ვაქცინირებულები. ჯანდაცვის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები კი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან.

ამასთან, გამოცემა The Times of Israel აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგებით დასკვნის გამოტანა ჯერ ზედმეტად ნაადრევია.

როგორც გამოცემა Israel National News წერს, ბუნებრივი იმუნიტეტი რეინფიცირებისგან ექვსჯერ უკეთესად იცავს.  

აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მთავარი სამედიცინო მრჩევლის, დოქტორ ენტონი ფაუჩის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ  ბუნებრივი იმუნიტეტი ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ვაქცინის შედეგად გამომუშავებული დაცვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system