თავში

რამდენად საშიშები არიან კოვიდინფიცირებული ბავშვები

​რამდენად საშიშები არიან კოვიდინფიცირებული ბავშვები
რამდენად საშიშები არიან კოვიდინფიცირებული ბავშვები

ბავშვები COVID-19-ით ინფიცირდებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეუძლიათ მათ სხვა ადამიანების ინფიცირება, - ამის შესახებ ონლაინ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტების ევროპული ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ადამ ფინმა განაცხადა.

"ამჟამად ჩვენ ვიცით, რომ მცირე გამონაკლისების გარდა, ბავშვები ინფიცირდებიან. თუმცა ცუდად ვიცით ის, რამდენად ხშირად იღებენ ისინი ამ ინფექციას და შეუძლიათ თუ არა სხვა ბავშვების და მათი ოჯახის წევრების ინფიცირება", - განაცხადა მან.

ექსპერტის თქმით, არსებობს მცირე ოდენობის მტკიცებულება, მათ შორის ნიდერლანდებიდან და ავსტრალიიდან, რომ ბავშვები, ზრდასრულებთან შედარებით, ნაკლებად ინფიცირდებიან.

"თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან წინასწარი და არადამაჯერებელი დასკვნებია. ჩვენ მეტი მტკიცებულება გვჭირდება", - განაცხადა ფინმა.

მისი თქმით, ბავშვები COVID-19-ით ნამდვილად ინფიცირდებიან, ამიტომ ნებისმიერი რადიკალური გამონათქვამები იმის შესახებ, რომ ისინი ზრდასრულ ადამიანს ვირუსს გარანტირებულად არ გადასცემენ, არასწორია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system