თავში

რას ტოვებს COVID-19 გამოჯანმრთელებულ პაციენტებში

​რას ტოვებს COVID-19 გამოჯანმრთელებულ პაციენტებში
რას ტოვებს COVID-19 გამოჯანმრთელებულ პაციენტებში

პაციენტების დაახლოებით მესამედი, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს, ცხოვრების ბოლომდე, შესაძლოა, ქრონიკულ დაღლილობას, ფილტვების დაზიანებას და ფსიქიკურ აშლილობას განიცდიდნენ. ამის შესახებ გამოცემა The Daily Telegraph წერს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ექსპერტების თქმით, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა 30%-ში, შესაძლოა, ფილტვების ფიბროზი განვითარდეს. ეს დაავადებაა, რომლის შედეგად ადამიანის ფილტვებში ნაიარევი ქსოვილი ფორმირდება, რაც სუნქთვის პრობლემებს იწვევს.

გარდა ამისა, გამოჯანმრთელებულთა 50%-ს მომავალში, შესაძლოა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ან კოგნიტური დარღვევები განუვითარდეს, 70%-ს კი - ბოდვითი აშლილობა.

ამასთან, პაციენტების 10%-ს, ვინც COVID-19 დაამარცხა, გულთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ახალი კორონავირუსის შედეგად, შესაძლოა მოხდეს ტვინის დაზიანება, რაც ალცჰაიმერის დაავადებას გამოიწვევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system