თავში

რატომ არ სურთ ადამიანებს პირბადეების ტარება

რატომ არ სურთ ადამიანებს პირბადეების ტარება
რატომ არ სურთ ადამიანებს პირბადეების ტარება

ამერიკელების უმრავლესობას, როდესაც ისინი პროდუქტების საყიდლად ან სარბენად გადიოდნენ, ჯანმრთელობის დასაცავად პირბადე არასდროს გამოუყენებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას "CNN" ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის მფლობელები ან სახელმწიფოები ამას უფრო და უფრო მოითხოვეს, პროტესტი გარკვეულწილად ბუნებრივია",- განაცხადა ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორმა და მედიცინის პროფესორმა, დოქტორმა დევიდ არონოფიმ. 

მაგრამ ის მოუწოდებს ადამიანებმა იფიქრონ ნიღბების მითითებაზე არა როგორც იძულებითი შესაბამისობის შესახებ, არამედ სოლიდარობის აუცილებელ აქტზე. შესაძლოა, კორონავირუსს რომელიმე ადამიანი ისე ავრცელებდეს, რომ ამის შესახებ არც კი იცოდეს, რადგან მის შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომო აღმოჩნდეს. 

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პანდემია გაქრება. ჩვენ შევძლებთ რისკების შემცირებას, მაგრამ ამ დროისთვის, საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად, ერთმანეთის ნდობასა და სიკეთეზე ვართ დამოკიდებულნი. ეს კი ამერიკელების ერთ-ერთი მოვალეობაა“,- განაცხადა არონოფიმ.

ზოგიერთი ფიქრობს რომ ამით  მათი თავისუფლება ირღვევა. 

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს უმეტეს ნაწილში ნიღბების ტარება არ არის სავალდებულო, ზოგიერთმა ადამიანმა,  ამ წესების დაცვით, შესაძლოა იფიქრის, რომ საკუთარი თავისუფლება ილახება. 

არანოფი პიდბადის ტარების აუცილებლობას რესტორნებსა და სკოლებში სიგარეტის მოწევის აკრძალვას ადარებს: „არ არსებობს წესები იმის შესახებ, რომ დახურულ სივრცეიში სიგარეტის მოწევა ნებადართული არ არის, რადგან ეს სხვების ჯანმრთელობას აზიანებს. დღეს ჩვენ მსგავს სიტუაციაში ვართ, თუ მე "COVID-19-ის" მატარებელი ვარ, ჩემი ამოსუნთქვა ვინმესთვის, შესაძლებელია, ფატალური აღმოჩნდეს“

ხალხში ამბოხის სურვილი მაშინვე იჩენს თავს, როგორც კი ეტყვიან რა უნდა გააკეთონ, იმის მიუხედავადაც კი,  თუ ეს მათ დასაცავად კეთდება“-, განაცხადა კლინიკურმა ფსიქოლოგმა და „პანდმეიის ფსიქოლოგიის“ ავტორმა სტივენ ტეილორმა. 




 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system