თავში

რატომ დამალა დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე სიმართლე?

რატომ დამალა დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე სიმართლე?
რატომ დამალა დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე სიმართლე?

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მან მოქალაქეებს თავიდანვე არ აცნობა კორონავირუსის რეალური საფრთხის შესახებ, რათა ქვეყანა პანიკისა და ქაოსისგან დაეცვა. ტრამპის თქმით, მან ამ ნაბიჯით ქვეყანა ასევე წამლებსა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე ფასების მატებისგან დაიცვა.

ყველაზე მთავარი, რისი დემონსტრირებაც აშშ-ის ხელისუფლებას არ უნდა მოეხდინა იმ რთულ დღეებში, ეს "პანიკა, მღელვარება და შიში იყო", განაცხადა ტრამპმა თეთრ სახში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას. "ჩვენ უნდა გვეზრუნა სიტუაციაზე, რომელშიც მოვხვდით. ლიდერობისა და სიმშვიდის დემონსტრირება უნდა მოგვეხდინა", - განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კორონავირუსის რეალური საფრთხეების შესახებ გაჩუმებაში დაადანაშაულა.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსის პანდემიის თვალსაზრისით. შტატებში ვირუსის გავრცელების 6,5 მილიონი  და გარდაცვალების 195 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 3,8 მილიონზე მეტი ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system