თავში

რატომ იმოქმედა COVID-19-მა ბავშვებზე ნაკლებად

რატომ იმოქმედა COVID-19-მა ბავშვებზე ნაკლებად
რატომ იმოქმედა COVID-19-მა ბავშვებზე ნაკლებად

ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები კორონავირუსით გამოწვეული მწვავე სიმპტომები ნაკლებად აწუხებთ და ისინი დაავადებით პრაქტიკულად არ იღუპებიან. მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდებისა და მოზრდილების სხეულებსა და იმუნურ სისტემებს შორის ბევრი განსხვავებაა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ავსტრალიელმა მკვლევარებმა გამოავლინეს რამდენიმე სპეციფიკური ფიზიოლოგიური განსხვავება, რამაც შეიძლება ახსნას, რატომ არის COVID-19 იშვიათად მძიმე ან ფატალური ბავშვებში. მიზეზი სისხლძარღვებში ძლიერი დაუზიანებელი უჯრედებია, რომლებიც ანთებას და შედედებას ხელს უშლის; D ვიტამინის მომატებული დონე; იმუნური სისტემა, რომელიც სწრაფად მოქმედებს და ნაკლები ACE2 რეცეპტორები, რომლებსაც კორონავირუსი უჯრედების დასნებოვნებისთვის იყენებს.

აშშ-ის ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ, რომელიც შვიდ სხვადასხვა ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარდა, აჩვენა, რომ კორონავირუსი ბავშვების მხოლოდ 4%-ს დაუდასტურდა.

კვლევის დროს 135 000-ზე მეტი ბავშვის ტესტი გამოიყენეს, რომლებიც 8 სექტემბრამდე სხვადასხვა მიზეზით მივიდნენ საავადმყოფოებში. აქედან მხოლოდ 359 ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, 99-ს კი -ინტენსიური თერაპიის განყოფილება. ინფიცირებული პაციენტებიდან მოგვიანებით 8 გარდაიცვალა. მეცნიერები ამბობენ, რომ გარდაცვლილთაგან ექვს პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვთა უმრავლესობას სიმპტომები არ აქვთ, ან ყველაზე ხშირად, ისეთი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, როგორიცა ხველა, ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system