თავში

რატომ შემცირდა ილონ მასკის ქონება 20 მილიარდით?

​რატომ შემცირდა ილონ მასკის ქონება 20 მილიარდით?
რატომ შემცირდა ილონ მასკის ქონება 20 მილიარდით?

ცნობილი ამერიკელი გამომგონებლის, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება ერთ ღამეში 20$ მილიარდით შემცირდა. Forbes-ის ინფორმაციითTesla -ს აქციები 15%-ით დაეცა და კაპიტალი 145$ მილიარდამდე ჩამოვიდა. ამის მიზეზი NBC- ის ეთერში მილიარდერის Saturday Night Live-ში გამოსვლა და იქ გაკეთებული განცხადებები იყო. მასკმა განაცხადა, რომ მას ასპერგერის სინდრომი (განვითარების დარღვევა, რომლის მქონე ადამიანებს, ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე სოციალური ურთიერთობების დეფიციტი,კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრული ქცევები ახასიათებთ)აქვს. ასევე თქვა, რომ მსოფლიოს მალე Dogecoin-ი დაიპყრობს. კრიპტოვალუტის სახეობა, რომელიც ძაღლის ინტერნეტ-მიმის საფუძველზე ხუმრობით დაიყო, დღეს რეალობაში გადაიზარდა. შოუს დაწყებიდან ერთ საათში Dogecoin-ის ფასი 66-დან 48 ცენტამდე დაეცა.

მოგვიანებით მასკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებას შეაჩერებს, რადგან მისი გამომუშავება არაეკოლოგიური გზით ხდება.

ფინანსურ ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ილონ მასკი საკუთარი აუდიტორიისა და ინვესტორების ნდობით ბოროტად სარგებლობს და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ ბიზნესმენის ქმედებებს ყურადღება უნდა მიაქციოს.

მიუხედავად 20 მილიარდის დაკარგვისა, ილონ მასკი ისევ მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანის პოზიციაზე რჩება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system