თავში

Raya and the Last Dragon-ი სალაროებში ლიდერობას ინარჩუნებს

Raya and the Last Dragon-ი სალაროებში ლიდერობას ინარჩუნებს
Raya and the Last Dragon-ი სალაროებში ლიდერობას ინარჩუნებს

Disney-ს მულტფილმმა Raya and the Last Dragon-მა აშშ-ის სალაროებში ლიდერობა შეინარჩუნა. მეორე კვირის ბოლოს მან 5,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მულტფილმმა მსოფლიო სალაროებში 52.6 მილიონი დოლარი მიიღო შემოსავლის სახით. 

ექსპერტების აზრით უახლოეს დღეებში, კინოთეატრების ეტაპობრივად გახსნის გამო, მულტფილმმა, შესაძლოა, უფრო მეტი თანხა მიიღოს.

მეორე ადგილზეა ანიმაციური ფილმი "ტომი და ჯერი", რომელმაც დამატებით 4,1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

რეიტინგის მესამე ადგილი 2.3 მილიონი დოლარით Chaos Walking-ს უჭირავს.

ამავდროულად, ჩინეთში განმეორებით გამოცემულმა ფანტასტიკურმა ფილმმა "ავატარმა", გამოსვლიდან ერთ კვირაში, 20 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ამან ათწლიან პროექტს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგშია. ამის გამო, Marvel-ის კომიქსების ადაპტაციამ "შურისმაძიებლები 4: დასასრული" რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system