თავში

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩინური ვაქცინა გაიკეთა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩინური ვაქცინა გაიკეთა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩინური ვაქცინა გაიკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. 

Telegram-ის ოფიციალურ არხზე თურქეთის პრეზიდენტმა დაწერა: „მეც ავიცერი“.

საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა CoronaVac-ით აიცრა. მანამდე ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაუტარდათ ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩასა და კორონავირუსის საკითხზე მომუშავე სამეცნიერო კომიტეტის წევრებს.

13 იანვარს თურქეთის ფარმაცევტიკისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტომ ჩინური კომპანია SinoVac-ის ვაქცინის СoronaVac-ის გამოყენება დაამტკიცა. ჩინური წარმოების პრეპარატით ვაქცინაცია თურქეთში დღეიდან დაიწყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2 355 839 შემთხვევა გამოვლინდა, 23 325 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 227 927 - გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system