თავში

რემბრანტის ავტოპორტრეტს Sotheby’s აუქციონზე გაყიდიან

​რემბრანტის ავტოპორტრეტს Sotheby’s აუქციონზე გაყიდიან
რემბრანტის ავტოპორტრეტს Sotheby’s აუქციონზე გაყიდიან

რემბრანტის ერთ-ერთ ავტოპორტრეტს Sotheby’s აუქციონზე გაყიდიან. ვაჭრობა ივლისის ბოლოს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ნამუშევრის ფასი 12-დან 16 მილიონამდე გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

პორტრეტის ზომა 15x20 სმ-ა. მასზე რემბრანტის ხელმოწერაა, რომელიც 1632 წლით თარიღდება. მხატვარი ნახატზე 26 წლისაა. მას შავი გამოსავლელი სამოსი აცვია, რომელსაც დიდი თეთრი საყელო აქვს.

სხვა ავტოპორტრეტებისგან ის იმით განსხვავდება, რომ აქ რემბრანტს ოფიციალური სამოსი აცვია.

ნახატი მხატვრის ამსტერდამში გადასვლის შემდეგ შეიქმნა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს რემბრანტის სავიზიტო ბარათი იყო, რომლითაც ის პოტენციურ კლიენტებს საკუთარ შესაძლებლობებს აცნობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system