თავში

რეპერ კოდაკ ბლექს თავდასხმისთვის 18 თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

რეპერ კოდაკ ბლექს თავდასხმისთვის 18 თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს
რეპერ კოდაკ ბლექს თავდასხმისთვის 18 თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს
© abcnews.go.com

ამერიკელ რეპერს კოდაკ ბლექს სასტუმროს ოთახში მოზარდზე თავდასხმისთვის 18 თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს.

ცნობილია, რომ მანამდე რეპერმა უკვე იხდიდა სასჯელს ციხეში, თუმცა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მუსიკოსი შეიწყალა.

გამოცემის ცნობით, რეპერს პირობითი სასჯელი ჯერ კიდევ 2016 წელს მომხდარ საქმეზე მიუსაჯეს. ის თავისი შოუს შემდეგ თავს დაესხა მოზარდ გოგონას სასტუმროში. მოგვიანებით გოგონამ სკოლის თანამშრომელს მიმართა დახმარებისთვის, მან კი მომხდარის შესახებ პოლიციას უამბო.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ თუ რეპერი დაარღვევს 18 თვის განმავლობაში გამოსაცდელ ვადას, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system