თავში

რეპერი DMX-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

რეპერი DMX-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
რეპერი DMX-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

50 წლის ამერიკელი რეპერისა და მსახიობის DMX-ის  ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TMZ წერს. 

გამოცემის ცნობით, გულის შეტევის შემდეგ რეპერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გულის შეტევა, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გადაჭარბებულმა მოხმარებამ გამოიწვია. 

ამასთან, უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ რეპერი ამ დროისათვის "ვეგეტატიურ მდგომარეობაშია", საიდანაც შეიძლება ვერ გამოვიდეს.

DMX ნარკოდამოკიდებულებას წლების განმავლობაში ებრძოდა და გარკვეული პერიოდი სარეაბილიტაციო ცენტრშიც გაატარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system