თავში

რესპუბლიკელთა პოპულარობის რეიტინგში ტრამპის ვაჟი ლიდერობს

​რესპუბლიკელთა პოპულარობის რეიტინგში ტრამპის ვაჟი ლიდერობს
რესპუბლიკელთა პოპულარობის რეიტინგში ტრამპის ვაჟი ლიდერობს

აშშ-ში ყველაზე პოპულარული რესპუბლიკელი პოლიტიკოსი ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი გახდა. გამოკითხვა სააგენტომ Fabrizio, Lee & Associates ჩაატარა. ინფორმაციას პორტალი AXIOS ავრცელებს.

ერთი პროცენტით ჩამორჩება ექს-პრეზიდენტის შვილს ფლორიდის გუბერნატორი რონ ნესანტისი. გაცილებით დაბალი მაჩვენებლით, მაგრამ ამომრჩეველთა ფავორში რჩებიან: რესპუბლიკელთა ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში კევინ მაკკარტი, კონგრესმენი მეთ გპეცი და კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი.

სენატში, რესპუბლიკელთა ლიდერის, მიტჩ მაკკონელის რეიტინგი +2-ს შეადგენს, ლიზ ჩეინის მაჩვენებელი კი -43-ია.

გამოკითხვა ჩატარდა იმ პირობით, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურას არ დააყენებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system