თავში

Reuters: კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი შესაძლოა გაიზარდოს

Reuters: კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი შესაძლოა გაიზარდოს
Reuters: კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი შესაძლოა გაიზარდოს

ამ დრომდე გავრცელებული ცნობების თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი 14 დღეს შეადგენდა, თუმცა, შესაძლოა, COVID-2019-ის სიმპტომები ინფიცირებულ პირებს 27 დღემდე არ გამოუვლინდეთ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ჩრდილო-დასავლეთ ჰუბეიდან 24 იანვარს დაბრუნებულ ჩინეთის მოქალაქეს, რომელიც მისი დაინფიცირებული დის მოსანახულებლად იმყოფებოდა და მასთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, ვირუსის სიმპტომები მხოლოდ 20 თებერვალს გამოუვლინდა. იგი ტემპერატურის მატებას უჩიოდა, ჩატარებული ანალიზებით კი კორონავირუსი დაუდგინდა. მომხდარი იმის მანიშნებელია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა 27 დღეს შეადგენდეს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს ეპიდემიის გავრცელების შეზღუდვას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system