თავში

რეზისტენტული შტამების გაჩენის შემთხვევაში ვაქცინაცია ახლიდან უნდა დავიწყოთ - ჰელგე ბრაუნი

რეზისტენტული შტამების გაჩენის შემთხვევაში ვაქცინაცია ახლიდან უნდა დავი
რეზისტენტული შტამების გაჩენის შემთხვევაში ვაქცინაცია ახლიდან უნდა დავიწყოთ - ჰელგე ბრაუნი

გერმანიამ უახლოეს რამდენიმე კვირაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებაზე კონტროლი უნდა მოიპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიშვას ახალი მუტაციების გავრცელების საფრთხე, რომელიც ვაქცინის მიმართ რეზისტენტული იქნება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შტაბის ხელმძღვანელმა ჰელგე ბრაუნმა განაცხადა. 

კანცლერმა ასევე ისაუბრა, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ღამის საათებში კომენდანტის საათის შემოღების აუცილებლობაზეც.

”ჩვენ პანდემიის ყველაზე საშიშ ფაზაში ვართ. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში დადგინდება, შესაძლებელია თუ არა პანდემიის კონტროლი”, - განაცხადა მერკელის შტაბის ხელმძღვანელმა ჰელგე ბრაუნმა გამოცემა Bild am Sonntag-სათვის მიცემულ ინტერვიუში. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი, ვაქცინის მიმართ რეზისტენტული შტამების გაჩენის შემთხვევაში ახალი ვაქცინის შექმნა და ვაქცინაციის ახლიდან დაწყება გახდება საჭირო. 

რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 20 472-ით გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი - 157-ით. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 2.78 მილიონს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 75 915-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system